Sunday, May 15, 2016

მეცხრე დღე

დღევანდელ დღეს გავაკეთე შეფასების რუბრიკა, პროექტის საქაღალდე ბლოგზე გავაზიარე და ერთმანეთის ნამუშევრებს გავეცანით. დავასრულეთ ტრენინგი, რომელიც ძალიან საინტერესო იყო. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს

Saturday, May 14, 2016

მერვე დღე

დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა, შევქმენი მენიუს ზოლი, და ვიმუშავთ ბლოგზე.

Thursday, May 12, 2016

მეშვიდე დღე

დავათვალიერე მოსწავლის ნაშრომები და გადავწყვიტე ამერჩია პრეზენტაცია ეგვიპტურ ხელოვნებაზე
გავაკეთე შეფასების  მოკლე მონახაზი,პროექტის სასწავლო პროცედურები,  დიფერენცირებული სწავლება, სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები და  შევიმუშავეთ მოსწავლის შეფასების რუბრიკა, რომელიც შევინახეთ ჩვენ საქაღალდეში.

Saturday, May 7, 2016

მეოთხე დღე

შევადგინე შეფასების მიმართულების მიმცემი კითხვები და შევავსე შეფასების გეგმა

Sunday, April 24, 2016

მესამე დღე

დღეს დავასრულეთ ბუკლეტის მომზადება. ასევე დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. პირველ რიგში გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომლის მიღწევასაც ვგეგმავ. 

Saturday, April 23, 2016

მეორე დღე

გავეცანი სხვადასხვა პროექტის გეგმებს და დავიწყე პროექტის გეგმის შაბლონის შევსება. გავეცანი მშობლისათვის განკუთვნილი ბუკლეტის ნიმუშს, რომლის შესრულებაც დავიწყეთ.

Sunday, April 17, 2016

პირველი დღე

დღევანდელი დღის ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის. ამ პროექტების სწავლების შემდეგ შეგვეძლება ინტეგრირებული გაკვეთილების პროექტების დაგეგმვა.